თავდასხმა ზვიად ქორიძეზე

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავდასხმა მოხდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზეც. მისი განცხადებით, ათამდე პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ქორიძის თქმით, მას თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სიტუაცია სასტუმროს დაცვის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. რამდენიმე წუთის წინ მან სასტუმრო დატოვა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.