თავდასხმა სანქტ-პეტერბურგზე
სანქტ-პეტერბურგზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რუსული მედიის თანახმად, თავდასხმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელა. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმა კიროვსკის რაიონში ნავთობტერმინალზე განხორციელდა, თუმცა, არავინ დაშავებულა.
ოპერატიულმა შტაბმა მოუწოდა მოსახლეობას, დრონების საფრთხის მოხსნამდე სახლში დარჩნენ. თავდასხმა განხორციელდა ლენინგრადის ოლქზეც, რეგიონის თავზე 72 დრონი ჩამოაგდეს. გუბერნატორის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ვისოცკის პორტთან ახლოს ჩამოვარდა.