თავდასხმა ნოვოროსიისკზე
ნოვოროსიისკის პორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოთხი რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა. ასევე დაზიანებულია S-300-ის რადარი, საჰაერო თავდაცვის ჯგუფი და პორტის ინფრასტრუქტურა. თავდასხმის შემდეგ, ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთში, ბაშკირეთში, „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ობიექტზე, საჰაერო თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. კომპანიის ცნობით, ობიექტზე პროდუქცია არ ინახებოდა და თანამშრომლები წინასწარ გაიყვანეს. პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინაზე იერიში 133 დრონით მიიტანა.