თავდასხმა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით

მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიშის შესახებ იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, ორი დრონი დედაქალაქის თავზე ჩამოაგდეს, მესამემ კი მართვა დაკარგა და „მასკვა-სიტის“ კომპლექსის ერთ-ერთ მშენებარე შენობას დაეჯახა. ოფიციალური ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. რუსული ტელეგრამ არხები უპილოტო საფრენი აპარატის ცათამბჯენთან შეჯახების კადრებს აქვეყნებენ. ივლისის ბოლოდან ეს „მოსკვა-სიტიზედრონებით იერიშის უკვე მეოთხე შემთხვევაა. ამავე დროს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ სოფელ ლავაში, სანატორიუმის ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.