გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია, თუმცა, თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. საშობაო ბაზრობაზე, სადაც უცნობი პირი ხალხში მანქანით შევარდა, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ცხრა წლის ბავშვი, 200-მდე პირი კი დაშავებულია. ტრაგედიას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მომხდარი დაგმეს ევროპელმა ლიდერებმაც.