თავდასხმა ინკასაციის მანქანაზე

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანის დაყაჩაღების დროს დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. ინკასატორი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დაჭრილი სამართალდამცველებმა დაკითხეს.

არსებული ინფორმაციით, ბანკის ინკასაციის მანქანიდან ათობით ათასი ლარია გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დაკავების მიზნით, ამ დრომდე მიმდინარეობს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მათ არაერთი გასროლის ხმა გაიგეს.