თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმე
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მომდინარეობს. მსჯელობენ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე. პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მაკა ლაშხია დეტალებით.