თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმე

15:03, 28.07.2025
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს ბრალდება რამდენიმე წუთის წინ გაცნეს. თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავს, ვასილ მხეიძესაც გააცნეს ბრალდება.
დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ  333 728 ლარი გაიფლანგა. გამოძიება დაკავებულებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია 2023 წელის პერიოდზე.

სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი