ტატუნაშვილის მკვლელებს ინტერპოლი ეძებს

არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში მონაწილე ორ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ. თუ ალიკ ტაბოევი და დავით გურწიევი კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანოს წევრი რომელიმე ქვეყნის საზღვარს გადაკვეთს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მათი ექსტრადაციისთვის და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისთვის საჭირო ზომებს მიმართავენ.

პარალელურად, წამებით მოკლული მოქალაქის ოჯახი ერთ თვეში ელოდება პასუხს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ მორიგ სარჩელს ნომერი უნდა მიანიჭოს.

საერთაშორისო რეზონანსისა და სანქციების მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ ულტიმატუმის ენით საუბრობს, რაც ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

 

დატოვე კომენტარი