ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის საქმეზე ორი პირია დაკავებული

ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიებამ ორი პირი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად ქირურგიის ცენტრში მკურნალობას გადის. მას ექიმები კლინიკიდან ხვალ გაწერენ. გამოძიება გიორგი ადუაშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, ამ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას.

გიორგი კობერიძეს ჩავრთავთ თემის დეტალებით.