ტაქსის რეფორმა

დედაქალაქში A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ასაკიც ათ წელს არ აღემატება, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. დღევანდელი მონაცემებით, ამ უფლებით სარგებლობას დედაქალაქში მოძრავი A კატეგორიის ტაქსის მხოლოდ ათი პროცენტი შეძლებს. ტაქსი დაშვებულია თუ არა საავტობუსე ზოლზე, ამის დადგენა საიდენტიფიკაციო ნიშნით მოხდება. ე.წ სტიკერი საქარე მინაზე განთავსდება. ამ ნიშნის აღება კი ტაქსის მძღოლებს მუნიციპალურ სერვისცენტრში მაისიდან შეუძლიათ.

სიახლეებია გადახდის კუთხითაც. ტაქსის მძღოლს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, ავტომობილში QR კოდი განათავსოს, რაც მგზავრს საშუალებას მისცემს, მგზავრობის გადასახადი ტელეფონის საშუალებით გადაიხადოს. ავტობუსის გამოყოფილ ხაზში ა კატეგორიის მქონე 10 წლამდე ასაკის ტაქსები გადაადგილებას მხოლოდ იმ ადგილებში შეძლებენ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანარჩენი ავტონაკადის პარალელურად მოძრაობს. იქ, სადაც საზ. ტრანსპორტი მოძრაობს, დანარჩენი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით ტაქსებისთვის გადაადგილება აკრძალულია.