ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი თბილისში
საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში პირველად, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, საერთაშორისო ტურნირი KETI CUP 2025 გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 16 ქვეყნის 400-მდე ტანმოვარჯიშემ მიიღო. მედლები ორივე ოლიმპიურ დისციპლინაში გათამაშდა.
KETI CUP 2025-ის მთავარი მსაჯი ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ელისო ბედოშვილი იყო. ტურნირის ორგანიზატორი კი ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია და საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაცია.