თამარ ჩერგოლეიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება. ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. საქმე ეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთან გამართულ შეხვედრებზე საუბრობს.
„ფედერალისტების“ ლიდერის თქმით, ოთხ ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები იმართებოდა და ეს ფაქტი დაპირისპირების მიზეზი გახდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. მეტიც, მისი თქმით, ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია. აღნიშნულ საკითხს მმართველ გუნდშიც აფასებენ და ამბობენ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათთვის სიახლე არ ყოფილა.