თამარ ბალავაძის იუბილე
ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტის, თამარ ბალავაძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. სპორტის მინისტრმა მის მოღვაწეობაზე ისაუბრა. თამარ ბალავაძე ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში აშუქებდა ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვან მიღწევებსა და მოვლენებს. ის 25 წელი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, საინფორმაციო გამოშვებებში იყო სპორტული ნაწილის წამყვანი. ჟურნალისტი არაერთი სპორტული გადაცემის, ფილმისა და წიგნის ავტორია.