თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი თამარის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვს. რამიშვილი განმარტავს, რომ ის დღის განმავლობაში საქმის მასალების გადმოცემას ელოდება და აქვე აღნიშნავს, რომ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია და მათზე პასუხი სწორედ მასალების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.

ადვოკატის თქმით, ოჯახმა სახელმწიფო ექსპერტიზასთან ერთად, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვაც მოითხოვა, მისივე თქმით, ბაჩალიაშვილს, წინასწარი დათვალიერებით, სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა დეტალები მოგვიანებით ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

 

დატოვე კომენტარი