თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რა მონაცემებს ინახავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი. 23 წლის გოგონას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია, შესაძლოა, უკვე წაშლილია. ირკვევა, რომ დალუქული აპარატი, ადვოკატის დასწრების გარეშე, ჯერ კიდევ 24 ივლისს გაიხსნა. ვის სწერდა და რას, ან ვისთან შედგა ბოლო სატელეფონო საუბარი, ეს სავარაუდოდ, გარდაცვლილის კუთვნილი მობილურიდან ამოღებული მასალის გაშიფვრის შემდეგ გაირკვევა.