ტაიმაუტი – დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები
- სენსაციური გამარჯვება – საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთი უკომპრომისო ბრძოლაში ანგარიშით 90:94 დაამარცხა
- დიუსელდორფში დასრულებულ გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში მან მასპინძელი ძიუდოისტი იოჰანეს ფრეი რამდენიმე წამში, ულამაზესი გდებით დაამარცხა
დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე, ძიუდოში 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა, რუსი ოლიმპიური ჩემპიონი, ხასან ხალმურზაევი დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა
- ქართველი მორაგბეების გამარჯვება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში „ბორჯღალოსნებმა“ ბელგიის ნაკრებს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით – 78:6 დაამარცხეს. გამორჩეული იყო ნაკრების ახალწვეულის, აკაკი ტაბუცაძის თამაში, რომელიც ოთხი ლელოს ავტორი გახდა
- სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი წელს მეცხრამეტედ გათამაშდა: „დინამო“ ჯილდოსთვის მეთერთმეტედ იბრძოდა, აქამდე სუპერთასს შვიდჯერ ფლობდა და გათამაშების რეკორდსმენია. „საბურთალო“ ტიტულისთვის ზედიზედ მეორედ იბრძოდა (2019 წელს ქუთაისის „ტორპედოსთან” 0:1 დამარცხდა) და არსებობის განმავლობაში მესამე ქართული ტიტული მოეგო
- ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშეს. მატჩი გენტის გამარჯვებით,ანგარიშით 4-1 დასრულდა
FT: 4-1. Hattrick hero. That’s it, that’s the tweet. #gntstvv #jpl pic.twitter.com/GISkj7qIE3
— KAA Gent (@KAAGent) February 23, 2020
14′: KVILITAIAAAAAAAAA MET DE 2-0!! #gntstvv #jpl pic.twitter.com/bz96wd0KQB
— KAA Gent (@KAAGent) February 23, 2020
- ლას ვეგასის MGM Grand Garden Arena-ზე დასრულდა ბოლო ათწლეულის ყველაზე დამაინტრიგებელი ბრძოლა. ტაისონ ფიური დეონტე ვაელდერს მეორედ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა
MARTIN SAMUEL: Deontay Wilder was beaten up, old school. It was thoroughly brutal – and exactly what Tyson Fury had predicted. This was one of the greatest strategies in sporting historyhttps://t.co/MQl181Ksrr
— MailOnline Sport (@MailSport) February 24, 2020