ტაიმაუტი - დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები
  • წარმატებული მატჩი ჩაატარეს კვიპროსის „ანორთოსისში“ მოასპარეზე ქართველმა ფეხბურთელებმა. ნიკა კაჭარავა თანაგუნდელებს ორი საგოლე პასით დაეხმარა და 53-ე წუთზე გოლი თავადაც გაიტანა. შეცვლაზე შემოსულმა მურთაზ დაუშვილმა ანგარიში 5-0 გახადა.
  •  მსოფლიოს ფუტსალის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირად და ანგარიშით 5-2 დამარცხდა.
  • საინტერესოდ წარიმართა ინგლისის პრემიერლიგის ცენტრალური მატჩი, რომელშიც „ლივერპული“, ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა, დაძაბულ ორთაბრძოლაში „ლივერპულელებმა“ 2-1 იმარჯვეს.
  • 30 ოქტომბერს, თბილისის „დინამო“, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩს გამართავს და შინ „ოსც ბუდაპეშტს“ მიიღებს.

ტაიმაუტი