ტაიმაუტი – დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები
- საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მოგებით დაიწყო ფედერაციის თასი

- წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში დინამო თბილისმა იტალიურ გრანდ პრო რეკოს უმასპინძლა და 3-13 დამარცხდა
- გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიაში პირველი გოლი გაიფორმა. მან გენტის 21-წლამდელთა გუნდში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა
- თორნიკე შენგელიას 12 ქულა მადრიდის „რეალთან“ – „ბასკონიას” დასანანი მარცხი
#GameOn | Final #GoazenBaskonia pic.twitter.com/fjc7AlIPxG
— Saski Baskonia (@Baskonia) February 4, 2020
თორნიკე შენგელიას გამორჩეული მომენტები მადრიდის რეალთან
- საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ესპანურმა გუნდმა სტუმრად გერმანიაში „ბროზე ბამბერგს“ დაუპირისპირდა და 2 ქულის სხვაობით 98-96 დამარცხდა
🔘 @gioshermadini fue hoy el jugador con más créditos de valoración de los nuestros. pic.twitter.com/gN8OpBP3Rj
— Iberostar Tenerife (@CB1939Canarias) February 4, 2020
- „რაგბი ევროპა 2020“-ზე, საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს ესპანეთთან გამართავს. ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა და 6 ლეგიონერი დაიმატა
