ტაიმაუტი - დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები​​
  • დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩში იტალიურ კლუბ პრო რეკოს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს 18:30 წუთზე საცურაო აუზ „ოლიმპიკზე“ გაიმართება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ

  • ჰელსინკიში დღეიდან ვეროპა-აფრიკის ფედერაციის თასი აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები დღეს ისრაელს დაუპირისპირდება – მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინე გორგოძე და კიდევ 3 ქართველი დაიცავს საქართველოს ღირსებას

მარიამ ბოლქვაძე

  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მე-13 ადგილზე მსოფლიო რეიტინგში

  • 8-9 თებერვალს საფრანგეთში პარიზის გრანდ სლემი იწყება. საქართველოს ნაკრები 17 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი

  • კილიან მბაპეს მწვრთნელთან უსიამოვნება მოუვიდა. ამ უთანხმოების შემდეგ მბაპემ რეალ მადრიდის გატანილი გოლი მოიწონა სოციალურ ქსელში და გაჩნდა ეჭვები რომ ფრანგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდში გადავა

  • ვესტჰემის ფანები უკმაყოფილოები არიან და კლუბის ხელმძღვანელობას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ – ვესტჰემი ჩემპიონშიპში დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

  • NBA – ბოსტონი ატლანტას წინააღმდეგ – ტრე იანგის 34 ქულამ და 7მა შედეგიანმა გადაცემამ ატლანტას ვერ უშველა და ბოსტონთან ანგარიშით 123-115 დამარცხდა

  • კლიპერსი – სან ანტონიო / კლიპერსმა სან ანტონიო ანგარიშით 108-105 დაამარცხა. კლიპერსის რიგებიდან კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი ბრწყინავდნენ

  • 10 ყველაზე პოპულარული სპორტსმენი ინსტაგრამზე:

10 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი
9 – გარეტ ბეილი
8 – მარსელო
7 – ხამეს როდრიგესი
6 – რონალდინიო
5 – ლებრონ ჯეიმსი
4 – დევიდ ბექჰემი
3 – ნეიმარი
2 – მესი
1 – რონალდო

  • 10 ქართველი პოპულარული სპორტსმენი ინსტაგრამზე:

10 – თორნიკე შენგელია
9 – ლადო ხინჩეგაშვილი
8 – გურამ კაშია
7 – ლაშა ტალახაძე
6 – ნიკოლოზ ბასილაშვილი
5 – გოგა ბითაძე
4 – ჯანო ანანიძე
3 – ლიანა ჯოჯუა
2 – კახა კალაძე
1 – ზაზა ფაჩულია

ტაიმაუტი

დატოვე კომენტარი