ტაიმაუტი – დღის მთავარი ქართული და უცხოური სპორტული სიახლეები
- საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების მზადება საფრანგეთში #ექსკლუზივი
ავტორები: ხატია ალადაშვილი,ალექსანდრე შერვაშიძე,დათა გავარდაშვილი
- საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია ოვერტაიმში დაამარცხა 96:88
2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩს საქართველოს ნაკრები სერბეთში გამართავს. მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
- თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ საკალათბურთო ევროლიგაზე მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი წააგო და პლეი ოფის საგზურს კიდევ უფრო დაშორდა. მოედანზე გატარებულ 28:20 წუთში შენგელიამ 12 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა
#GameOn | Final#GoazenBaskonia pic.twitter.com/gm6bGv78tg
— Saski Baskonia (@Baskonia) February 20, 2020
- დღეს, 21 თებერვალს, „თბილისის დინამოს“ წყალბურთელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს გამართავენ. ჩვენი გუნდის მეტოქე გერმანული „ვასპო 98 ჰანოვერი“ იქნება, რომელთანაც პირველი მატჩი დინამოელებმა შინ 10-11 დათმეს. თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
- უეფას ევროპა ლიგის მიმოხილვა
⏰ RESULTS ⏰
What a night! 😱 Best performance was from ________#UEL pic.twitter.com/E2f6tOohDI
— UEFA Europa League (@EuropaLeague) February 20, 2020
- 2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 23 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს – საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება