სწრაფი რეაგირების სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა

12:15, 06.07.2026

სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მრავალფუნქციური, სპეცდანიშნულებისა და სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, ახალი სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს დეპარტამენტის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას. წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა, მაღალი გამავლობისა და ოპერატიულ-ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა.

მსგავსი