სუს-მა რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა

12:16, 07.10.2026

სუს-მა რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა. დანაშაული ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი