სუს-ის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის წარდგენა
მამუკა მდინარაძემ სუს-ის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიტაია წარუდგინა. აღინიშნა, რომ ინსტიტუციური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხაზი გაესვა ახალგაზრდა კადრების მომზადების მნიშვნელობას, რომლებიც თავისი პროფესიული ცოდნით შეუერთდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რიგებს. დაათვალიერეს სასწავლო ცენტრში განთავსებული ბიბლიოთეკა და უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი.