სუს-ის ხელმძღვანელი აკადემიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა 

12:18, 06.05.2026

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ხაზი გაესვა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის აკადემიად გარდაქმნის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც სასწავლებელი განახორციელებს, მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. უწყების ხელმძღვანელმა სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ, აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.

მსგავსი