სუს-ის ახალი უფროსის დამტკიცების პროცედურა
თამაზ ბორაშვილს დილიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მოუსმინეს. საკუთარ მოხსენებაში მან პრიორიტეტებად ეროვნული ინტერესების დაცვა და უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა დაასახელა. გამოწვევებად კი ოკუპაცია და კორუფცია. ბორაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ უწყებაში გაძლიერდეს კონტრდაზვერვის მიმართულებით მუშაობა. მოხსენების შემდეგ კი კითხვა-პასუხი დახურულ ფორმატში გაგრძელდა.