სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია

სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია.

სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს სურამში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.