რუსთავში სტუდენტურმა ფესტივალმა აიღო სტარტი. სპორტის სასახლეში ტურნირი სპორტის სხვადასხვა სახეობებში იმართება. შეჯიბრებების დასრულების შემდეგ კი 18:00 საათიდან დაიწყება უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით. დღის ბოლოს გრანდიოზული საზეიმო გახსნა რუსთავის პარკში გაიმართება.