„სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სასამართლო რეფორმის ქართული მოდელის ახალი პროექტის პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც შეკრებილებს რეფორმასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები გააცნეს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საზოგადოებას ინიციატივას 20 ძირითად მიმართულებაზე სთავაზობს. პროექტზე 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.