ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ხუთი მუხლიდან მხოლოდ ერთ ნაწილში გამართლდა მომჩივანი ალექსი მაჭავარიანი. განაჩენის მიხედვით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება არ დარღვეულა.
საქმე ეხება 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე ალექსი მაჭავარიანის მიერ შეშის მიტანის მცდელობას, რასაც მისი ადმინისტრაციული დაკავება მოჰყვა. სტრასბურგმა მხოლოდ ერთადერთი ხარვეზი დაადგინა, რაც პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში 22-საათიან დაკავებას უკავშირდება.