სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

რა სამართლებრივ ბერკეტს გვაძლევს და რა პროცედურული გზა გვაქვს გასავლელი კომპენსაციის ნაწილში – სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებებს იუსტიციის ყოფილი მინისტრი კიდევ ერთხელ აკეთებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ მოწმეებს ქართული სიმართლის მტკიცება რუსული მხარის მიერ შექმნილ დამამცირებელ პირობებში უწევდათ.

საქართველომ მიაღწია გამარჯვებას, ჩვენ ასე მშვიდობიანი გზით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დადგება მომენტი, როცა მავთულხლართები აუცილებლად დაიშლება, – ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა, რომ რუსეთმა ადამიანის უფლებათა კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია.