სტოლტენბერგის განცხადება

საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფვიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 30 ნოემბრისთვის დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მინისტერიალზე ალიანსის წევრები საქართველოსა და უკრაინასთან რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რიგაში მომავალი კვირის დასაწყისისთვის დაგეგმილ მინისტერიალზე, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან განხილული იქნება შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეფორმების საკითხი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში და უკრაინის გარშემო სამხედრო ძალის მობილიზების საკითხზე.