სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი – შეხვედრა კრემლში

12:08, 06.09.2026

თეთრი სახლის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლები: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.  რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და  რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპის საუკეთესო სურვილები გადასცა. მათივე ინფორმაციით, უიტკოფმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი საუბარი საინტერესო იყო და ის დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, სტივ უიტკოფმა პუტინს მადლობა გადაუხადა ამერიკის საზღვაო ქვეითის გათავისუფლებისთვის, რომელიც რუსეთში 2022 წელს დააკავეს. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით დღეს კიევში პირველად ჩავლენ.

მსგავსი