სტიქიის შედეგები ნეპალში 

21:14, 29.08.2026

ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე მომხდარი მასშტაბური სტიქიის ტრაგიკული შედეგები – დამანგრეველ წყალდიდობას, ბოლო მონაცემებით, 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 3 000-მდე მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს მეტეოროლოგიური პირობები. რთული რელიეფისა და ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, ადგილობრივ სამაშველო ძალებს კრიზისთან გამკლავება უჭირთ. ნეპალის მთავრობამ საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა.

სპეციალისტების ვარაუდით, კატასტროფა ჰიმალაის ფერდობზე მყინვარის ნაწილის მოწყვეტამ გამოიწვია. მდინარეში ჩამოწოლილმა ყინულისა და კლდის მასამ წყლის კალაპოტი სრულად ჩახერგა. დაგროვილმა წყალმა შექმნილი ბარიერი გაარღვია, რასაც ქვედა დინებაში წყლის, ტალახისა და ქვების გამანადგურებელი ნაკადის მოვარდნა მოჰყვა. სტიქიურმა ნაკადმა გზად დასახლებული პუნქტები დაფარა.

სამაშველო ოპერაცია უამინდობის გამო შეფერხებულია. ამავდროულად სპეციალისტები განმეორებითი წყალდიდობის საფრთხეზე საუბრობენ.

ავტორი: ანეტ მიქელაძე.

მსგავსი