"სტამბულის ბაზრის" ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. 29 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა პირველ ნოემბერს, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს “ლურჯ მარკეტს” ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.