სტაჟირების პროგრამა

12:15, 05.10.2026

განათლების მინისტრი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. შეხვედრაზე გივი მიქანაძემ კარიერული განვითარების კუთხით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების სამთვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა. განათლების სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ჯამში 94 ახალგაზრდა შეირჩა.

 

მსგავსი