სროლა ტრაპში – მაკრონის განცხადება

12:17, 24.10.2026

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქ ტრაპში მომხდარი სროლა რასისტული და ტერორისტული თავდასხმა იყო, რომელიც ქვეყნისთვის გარდამტეხი მოვლენა გახდება. თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 12 წლის გოგონაცაა. პროკურატურამ გამოძიება ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული მკვლელობის მუხლით დაიწყო. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ საქმე განსაკუთრებით სერიოზულია და უსაფრთხოების სამსახურებისა და მართლმსაჯულების ორგანოების ყველა რესურსია მობილიზებული.

მსგავსი