სროლა თეთრი სახლის კორესპონდენტების მიღებაზე
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა და მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა, – ინფორმაციას CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ სტატიის მიხედვით, ეჭვმიტანილმა ეს დოკუმენტი ოჯახის წევრებს გადასცა, მათ კი ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციას გადაუგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ სროლა იყო აშშ-ში თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა. სროლაში ეჭვმიტანილი პირი 31 წლის კოულ ტომას ალენია. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ის ლოს-ანჯელესის მახლობლად, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო.