სპორტულმა ჟურნალისტებმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. გამოკითხული სპორტული ჟურნალისტების უმრავლესობამ 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. 2025 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნომინაცია კი ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო. გასული წლის საუკეთესო გუნდად, სპორტული ჟურნალისტების შეფასებით, საქართველოს ძიუდოს ნაკრები გამოვლინდა. ასევე დასახელდა 2025 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და მამაკაცი. ეს ჯილდო პარაძიუდოისტ გიორგი ქალდანსა და პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილს გადაეცათ.