სპორტული კომპლექსი სოფელ დიდ ლილოში
სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსი ეწყობა. ამ ეტაპზე, სტადიონის საძირკველის გაჭრისა და გასახდელების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყობა უეფა-ს სტანდარტების მოედანი, 120 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2026 წლის ბოლოს დასრულდება.