სპორტული ინვენტარის გადაცემა  

საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის საფეხბურთო ინვენტარის გადაცემა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 20 სახეობის საფეხბურთო ინვენტარის შესაძენად მილიონ ლარამდე გამოიყო. ამ ეტაპზე საქართველოში 106 საფეხბურთო სკოლაა, რომელთაც შესაბამისი კატეგორია აქვს მინიჭებული და რომლებიც ჯამში 30 000 ბავშვს აერთიანებს. ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლა „ივერიასა“ და გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბ „გორისთვის“ ინვენტარის გადაცემის პროცესს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დაესწრო.