სპორტსმენების დაჯილდოება
გორში სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია „სპორტული გორი 2025“ გაიმართა. დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები. წლის საუკეთესო მწვრთნელი არჩილ ბარამიძე გახდა. წლის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად მოჭიდავე მერაბ სულეიმანაშვილი დასახელდა, საუკეთესო სპორტსმენი ქალის წოდება კი ძიუდოისტმა ქეთი რობაქიძემ მიიღო. რაც შეეხება წლის საუკეთესო გუნდის ჯილდოს, ის საფეხბურთო კლუბ „გორის დილას“ გადაეცა.