სპორტის საერთაშორისო დღე

6 აპრილს საქართველო მეექვსედ უერთდება გაერო-ს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო დღე, სახელწოდებით – „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის“.

ამასთან დაკავშირებით, 2 აპრილიდან საქართველო შეუერთდა ე.წ. თეთრი ბარათის კამპანიას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური,  მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, ასევე ჩაერთვებიან საქართველოს რეგიონებიც. დღეს დილიდან ვაკის პარკში კი სპორტული აქტივობები მოეწყო, გაიმართა სიმბოლური გარბენიც.