„სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის“ – გაერო-ს ამ ინიციატივას საქართველოც უერთდება. „დედაენის ბაღში“ საქართველოს სპორტის სამინისტროს, მერიის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. მონაწილეობდნენ ეროვნული ფედერაციები და წარმოდგენილი იყო გასართობი სივრცეებიც.