სპორტის მინისტრის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში
იაპონიაში სპორტის მინისტრის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. შალვა გოგოლაძე ტოკიოს „გრანდ სლემს“ დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა. ისაუბრეს ძიუდოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობასა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე.