სპორტის მინისტრი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს შეხვდა. ისაუბრა ჩვენს ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და UFC-ის ღონისძიების მასპინძლობის შესაძლებლობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიების საქართველოში ჩასატარებლად მოლაპარაკებები და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებზე. შალვა გოგოლაძემ დანა უაითს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ და UFC-ის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.