სპორტის მინისტრი ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა დაგეგმილ ჩემპიონატებს და პროექტებს. დისკუსია შვედეთში, ქალაქ მალმეში შედგა, სადაც ევროპის ჩემპიონატი იმართება. საქართველო წელს უკვე მეორედ ასპარეზობს კონტინენტის პირველობაზე.