სპეცოპერაცია მესტიაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ საპოლიციო ღონისძიებები მესტიის რეგიონში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, იქამდე ჩხრეკა ექვს ადგილზე ჩატარდა. ამ დრომდე ამოღებული იყო 148 მაინერი, ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც კრიპტო ვალუტას გამოიმუშავებს. საქმეზე გამოძიება ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. საკითხს კიდე ერთხელ გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.