სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

„მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, –  ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „2022 წლის 18 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს მიაყენეს. „მთავარის“ გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, დაზიანებულია მათი კუთვნილი ტექნიკა. ინციდენტი ქალაქ ზუგდიდში მოძრაობა „ალტ-ინფოს“ ოფისთან მოხდა.