სოსო გოგაშვილი დააკავეს

სოსო გოგაშვილი დაკავებულია – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავების შესახებ კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. დღეს კი მის სახლებში დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს. დაკავებულის ოჯახის წევრმა ცოტა ხნის წინ მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

ვაკო ორმოცაძე გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში – რას აცხადებს სოსო გოგაშვილის შვილი?